ჯერჯერობით უცნობია აიღეს თუ არა რუსებმა „აზოვსტალი“ – არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსი არესტოვიჩმა განაცხადა,რომ ჯერჯერობით უცნობია აიღეს თუ არა რუსებმა “აზოვსტალი”

როგორც მან „24-ე არხის“ ეთერში განაცხადა, ქარხნის ტერიტორიაზე რუსების შეჭრის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია და დაზუსტებას საჭიროებს.

„ჯერჯერობით უცნობია აიღეს თუ არა რუსებმა “აზოვსტალი”. ჩვენ ოფიციალურ ანგარიშებს ველოდებით. ამჟამად თავდაცვის სამინისტრო ყველაფერს დეტალურად ამოწმებს, რათა ხალხი შეცდომაში შეიყვანოს“, – განაცხადა მან.

Украинская правда-ს ინფორმაციას რუსი ოკუპანტები მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, სადაც უკრაინელი სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან. გამოცემის ცნობით, „აზოვსტალში“ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს და უკრაინელ მებრძოლებთან ამ დროისთვის კავშირზე გასვლა ვერ ხერხდება.

banner
წინა სტატიაშიეროვნული თანხმობის, მშვიდობის, სტაბილურობის მისაღწევად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მისცენ – ბეჟაშვილი
შემდეგი სტატიარუსეთში სამხედრო აღრიცხვის ოფისს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს