რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. უბედური შემთხვევა რამენსკის რაიონში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით თვითმფრინავი აფრენიდან მალევე რადარებიდან გაქრა. ბორტზე 71 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 6 ეკიპაჟის წევრი იყო. შედეგად ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა. ლაინერი, რომელიც სარატოვის ავიახაზებს ეკუთვნოდა მოსკოვიდან ორსკში მიფრინავდა.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველებმა საქართველოს რამდენიმე რეგიონში ქურდობის ბრალდებით 8 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიამაკა გვარამია: სასწრაფო დახმარების ცენტრის მისამართით გამოთქმული ბრალდებები აბსოლუტური სიცრუეა