რუსეთში მასიური დაკავებები დაიწყო, ვერ გაუგიათ, რატომ ჩაფლავდა ყველაფერი – ვიტალი კიმი

ნიკოლაევის გუბერნატორის, ვიტალი კიმის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები უკრაინული დასახლებების დაბომბვას აგრძელებენ.

როგორც მან აღნიშნა, რუსები პროვოკაციების მოწყობის მიზნით, ინფრასტრუქტურულ ობიექტებს საკუთარ ტერიტორიებზეც ანადგურებენ.

ამასთან, ვიტალი კიმი ამბობს, რომ უკრაინაში წარუმატებელი შეჭრის გამო, რუსეთში მასობრივი დაკავებები დაიწყო.

“რუსეთი მსხვილკალიბრიანი არტილერიით და რაკეტებით დაბომბვებს აგრძელებს. რუსეთი საკუთარ ტერიტორიებზე პროვოკაციებს აწყობს, აფეთქებს ინფრასტრუქტურულ ობიექტებს და თან მობილიზაციას ახორციელებს. ახალი კონტინგენტი რუსული არმიის, რომელიც უკრაინაში მოდის, ბრძოლას კი არა მაროდიორობას აპირებს. ამის გამო თანხმდებიან უკრაინაში გამგზავრებას. რუსეთში მასიური დაკავებებიც დაიწყო. ვერ გაუგიათ რა ხდება ან რა მოხდა, რატომ ჩაფლავდა ყველაფერი. მალე სკაბაევასა და სალავიოვსაც დაიჭერენ, მალე ახალი იარაღი გვექნება და ნახავთ, როგორ პასუხსაც მიიღებენ ოკუპანტები”, – ამბობს ვიტალი კიმი.

banner
წინა სტატიაშიჩვენ უკრაინელებს გარკვეულწილად ვალს ვუბრუნებთ, მახსოვს, აფხაზეთში უკრაინელები როგორ ჩამოვიდნენ, იბრძოდნენ საქართველოს თავისუფლებისთვის და დაიღუპნენ კიდეც – მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი
შემდეგი სტატიამადლობა ღმერთს, რომ სულელურად ომში არ ჩავებით – მეუფე იაკობი