რუსეთს სირიიდან, ტარტუსის ბაზიდან გემები გამოყავს – ამაზე სატელიტიდან გადაღებული ფოტოები მოწმობენ – Image Satellite Internacional (ISI)-მა გაავრცელა. ერთ ფოტოზე ჩანს ნავსადგომში მდგარი არა ნაკლებ 7 გემისა. მეორე ფოტოზე ჩანს, რომ ისინი იქ უკვე არ არიან. “რუსეთის გემების ტარტუსის პორტიდან გაქრობა და საზღვაო-სამხედრო ფლოტის ზღვაში შეყვანა იმაზე მოწმობს, რომ ისინი შესაძლო დარტყმებს ელოდებიან. ნავსადგომზე მხოლოდ ერთი ნავი დგას” – ISI ავრცელებს.
9 აპრილს ამერიკულმა სამხედრო გამანადგურებელმა Donald Cook-მა კვიპროსის ლარნაკას პორტი დატოვა და სირიაში ტარტუსის ნაპირებზე დგას. მასზე 60 ფრთიანი რაკეტა “ტომაგავკია”. Donald Cook -ი რუსეთის საზღვაო-სამხედრო ბაზიდან 100 კილომეტრში დგას.