რუსეთმა უკრაინის საზღვრიდან სამხედროების გაყვანის შესახებ განაცხადა

რუსეთმა განაცხადა, რომ ათობით ათას ჯარისკაცს დააბრუნებს დისლოკაციის ადგილზე. შესაბამისი ბრძანება რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ 22 აპრილს გამოსცა, სამინისტროს პრეს-რელიზშია ნათქვამი.
ადრე ისინი დონბასის საზღვართან და ანექსირებულ ყირიმში იყვნენ გადასხმული.
შოიგუს თქმით, ჯარის გაყვანა 23 აპრილიდან დაიწყება და 1 მაისს დასრულდება. მინისტრმა ეს “სწავლების წარმატებულ დასრულებად” ახსნა. “ვთვლი, რომ მოულოდნელი შემოწმების მიზანი სრულებით მიღწეულია. ჯარმა ქვეყნის საიმედო დაცვის უზრუნველყოფის დემონსტრირება მოახდინა. ამასთან დაკავშირებით, სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო რეგიონებში შემოწმების ღონისძიებების დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მივიღე” – სერგეი შოიგუმ თქვა – წერს “დოიჩე ველე”.

ამასთანავე, მან სამხედროებს ბრძანება მისცა, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად იყვნენ ნატოს სწავლება “НАТО Defender Europe-ის არასასურველი განვითარებისთვის”.

რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინის საზღვართან და ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე 120 ათასი რუსი ჯარისკაცი გადასხა.

banner
წინა სტატიაშიიმნაძე: კაცს რომ მეზობელი მოუკვდება, მე უნდა ვუთხრა, რომ ნიღაბი გაიკეთოს?
შემდეგი სტატიანატომ უკრაინის საზღვრიდან რუსული ჯარის გაყვანას “დროული” უწოდა