იმნაძე: კაცს რომ მეზობელი მოუკვდება, მე უნდა ვუთხრა, რომ ნიღაბი გაიკეთოს?

“ჩვენ შეიძლება ყველაფერზე ვილაპარაკოთ, რომ საინფორმაციო კამპანიაა გასაძლიერებელი. კაცს რომ მეზობელი მოუკვდება, ახლობელი მოუკვდება, ნათესავი რომ მოუკვდება, მე უნდა ვუთხრა იმას, “რომ ნიღაბი გაიკეთე, ძალიან გთხოვ”? რამდენჯერ უნდა ვუთხრა? ყველგან, ტელევიზორს ჩართავთ თუ რადიო იქნება, ყველგან ხო ერთი და იგივეს ვამბობთ? გამოდიან ჩემი კოლეგები და ამას ამბობენ… ჩვენი საზოგადოების ნახევარი არ ატარებს პირბადეს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განაცხადა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიპუტინმა ზელენსკი დონბასის ნაცვლად მოსკოვში დაპატიჟა
შემდეგი სტატიარუსეთმა უკრაინის საზღვრიდან სამხედროების გაყვანის შესახებ განაცხადა