ნატომ უკრაინის საზღვრიდან რუსული ჯარის გაყვანას “დროული” უწოდა

რუსეთის განცხადება უკრაინის საზღვრიდან ჯარის გაყვანის შესახებ დროული და მნიშვნელოვანია, მაგრამ ნატო სიტუაციის დაკვირვებას აგრძელებს – ალიანსის წარმომადგენლის კომენტარს Reuters-ი ავრცელებს.

“ნებისმიერი ნაბიჯი, რუსეთის მხრიდან დეესკალაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი და დიდი ხნის მომწიფებულია. ნატო სიფხიზლეს ინარჩუნებს და ყურადღებით ვაგრძელებთ უკრაინის საზღვართან და მის ირგვლივ რუსული სამხედრო ძალების გაუმართლებელი ზრდისთვის თვალყურის დევნას” – ჩინოვნიკმა თქვა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა განაცხადა, რომ ათობით ათას ჯარისკაცს დააბრუნებს დისლოკაციის ადგილზე. შესაბამისი ბრძანება რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ 22 აპრილს გამოსცა, სამინისტროს პრეს-რელიზშია ნათქვამი. ჯარის გაყვანა 23 აპრილიდან დაიწყება და 1 მაისს დასრულდება. ადრე ისინი დონბასის საზღვართან და ანექსირებულ ყირიმში იყვნენ გადასხმული.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა უკრაინის საზღვრიდან სამხედროების გაყვანის შესახებ განაცხადა
შემდეგი სტატიააშშ-ში წარმომადგენლობითმა პალატამ 51-ე შტატის შექმნას მხარი დაუჭირა