რუსეთმა სირიაში ქიმიური შეტევაზე გაერო-ს რეზოლუცია დაბლოკა

რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც სირიის პროვინცია იდლიბში ქიმიური შეტევიას ეხება, ვეტო დაადო. ხმის მიცემა 12 აპრილს გაიმართა. დოკუმენტის პროექტი აშშ-მ, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა შეიტანეს. დოკუმენტის ავტორები ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ინციდენტის გამოძიებას სთხოვდნენ, რომლის დროსაც ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული. რეზოლუციის წინააღმდეგ, რუსეთის გარდა, ბოლივიაც წავიდა. ჩინეთმა კი თავი შეიკავა.

banner
წინა სტატიაშიტილერსონი და ლავროვი პუტინს შეხვდნენ
შემდეგი სტატიაევროკავშირში შესვლის შემთხვევაში, გერმანია სერბეთს დახმარებას ჰპირდება