რუსეთმა შესაძლოა, ფინეთისთვის გაზის მიწოდება 13 მაისს შეწყვიტოს, რადგან ქვეყანამ ოფიცილურად დაუჭირა მხარი ნატოში გაწევრიანებას – ფინური მედია

ხვალ, 13 მაისს, რუსეთმა შესაძლოა ფინეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტოს, იმ განცხადების საპასუხოდ, რომ ფინეთი მალე მიმართავს ნატოს ალიანსში გაწევრიანებისთვის. ფინეთის ხელისუფლება ამ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებს. ამის შესახებ ფინური გაზეთი Iltalehti წერს.

„ფინეთი ამაზე კომენტარს ჯერ არ აპირებს, მაგრამ ელოდება, შეწყდება თუ არა გაზის მიწოდება. თუ ეს განხორციელდება, ეს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ფინეთის მრეწველობასა და სურსათის წარმოებას“, – წერს გაზეთი.

banner
წინა სტატიაშისლოვენიაში, ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა – არიან დაშავებულები
შემდეგი სტატიაადამიანი შეიძლება ყოველ წუთში აღარ იყოს, დღეს რაც ვნახე უბრალოდ შემეშინდა – ალასანია შვილზე