რუსეთმა სანქციების სია გააფართოვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკის მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციების გაფართოების შესახებ განაცხადა. სიაში, მოხვდნენ Facebook-ის (Meta) დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი და აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი.

მთლიანობაში სანქციები დაწესდა აშშ-ის 29 მოქალაქის მიმართ, მათ შორის არიან ბიზნესმენები, ხელისუფლების წარმომადგენლები და მედია.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, სია გაფართოვდა „ანტირუსული სანქციების საპასუხოდ, რომლებიც მუდმივად ფართოვდება, რომლის მიხედვითაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ჰყავს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მზარდი რაოდენობა – როგორც ოფიციალური პირები, ასევე, მათი ოჯახები, ბიზნეს წრეების წარმომადგენლები, მეცნიერები და კულტურის მოღვაწეები“.

სანქციების სიაში შედის:

❌კამალა ჰარისი – შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი

❌კეტლინ ჰოლანდი ჰიქსი – თავდაცვის მდივნის პირველი მოადგილე

❌კრისტოფერ უოტსონ გრეიდი – გაერთიანებული შტაბის უფროსის ვიცე-თავმჯდომარე

❌ჯონ კირბი – თავდაცვის მდივნის მოადგილე, თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი

❌რონალდ კლეინი – თეთრი სახლის აპარატის უფროსი

❌ევან რაიანი – პრეზიდენტის ოფისის მდივანი, სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მეუღლე

❌მარგარეტ გუდლენდერი – იუსტიციის მდივნის მრჩეველი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანაშემწის ჯეიმს სალივანის მეუღლე

❌დუგლას კრეიგ ემჰოფი – ვიცე პრეზიდენტ ჰარისის ქმარი

❌რობერტ კაგანი – პოლიტოლოგი, სახელმწიფო მდივნის უფროსი მოადგილის ვ. ნულანდის ქმარი

❌ედვარდ პრაისი – სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი

❌რიჩარდ/რეიჩელ ლევინი – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

❌ბრაიან თომას მოინიჰანი – Bank of America-ს თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი

❌მარკ ცუკერბერგი – Meta-ს (Facebook) თანადამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი

banner
წინა სტატიაშიფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები ახლებურად დარეგულირდება
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა მინისტრმა უწყებებთან კითხვარის შევსების მიმდინარეობა შეაფასა