ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები ახლებურად დარეგულირდება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, შემოთავაზებული ცვლილებებით განსაზღვრულია დანაშაულის წრის გაზრდა, რაზეც დასაშვები გახდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ასევე, ზუსტდება და იხვეწება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადები და იცვლება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ შესაბამისი პირებისთვის შეტყობინების წესი. მისი თქმით, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დანაშაულის ქმედითი გამოძიება და უპირველეს ყოვლისა, ადამიანის უფლებების სათანადო დაცვა, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა. „სწორედ ამ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიზნით, აუცილებელია გაუმჯობესდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება. ეს ეხება დანაშაულების გამოძიებას, ხოლო ამ მხრივ აუცილებელია მოწესრიგდეს ფარული საგამოძიებო მოქმედების სფეროში ცალკეული საკითხები“, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

banner
წინა სტატიაში“აზოვის” ბატალიონის ცნობით, ოკუპანტები, რომლებმაც ბუჩაში ომის დანაშაულები ჩაიდინეს, ახლა მარიუპოლში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიარუსეთმა სანქციების სია გააფართოვა