რუსეთმა ნატოს ულტიმატუმს უპასუხა

რუსეთი მოკლე და საშუალო მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულებას იცავს – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მარია ზახაროვამ განაცხადა – “რია ნოვოსტი” ავრცელებს. “რუსეთი უდაოდ იცავს შეთანხმების პირობებს და ამერიკულმა მხარემ ეს იცის” – თქვა მან აშშ-სა და ნატოს მიერ გამოთქმული ულტიმატუმის კომენტირებისას.
4 დეკემბერს აშშ-მ და ნატომ რუსეთი მოკლე და საშუალო მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულების დარღვევაში დაადანაშაულა. “მოკავშირეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რუსეთმა შეიმუშავა და სარაკეტო სისტემა 9М729-ის წარმოება დაიწყო, რაც მოკლე და საშუალო მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულების შეთანხმებას არღვევს და რაც ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს” – ნატოს განცხადებაშია ნათქვამი.

ადრე მსგავსი განცხადებებით აშშ გამოდიოდა. ახლა ვაშინგტონმა ნატოს მოკავშირეების იმაში დარწმუნება შეძლო, რომ მისი შეშფოთება საფუძვლიანია. აშშ რუსეთს ხელშეკრულების დარღვევაში 2013 წლიდან სდებს ბრალს, თუმცა, მანამდე ამის მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. რუსეთმა ბრალდება არა ერთხელ უარყო.
ნატომ განაცხადა, რომ ხელშეკრულების მომავალი ახლა რუსეთზეა დამოკიდებული. “ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ, რომ სასწრაფოდ დაუბრუნდეს შეთახმების ობიექტურ დაცვას. ახლა ზუსტად რუსეთზეა დამოკიდებული, მოხდება თუ არა შეთანხმების შენარჩუნება” – ნატოს განცხადებაშია ნათქვამი. “ნატო რუსეთს ხელშეკრულების გადარჩენის უკანასკნელ შანსს აძლევს. ან ის უნდა მოემზადოს მშვიდობისთვის, რომელიც ამ შეთანხმების გარეშე იქნება” – ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიგუბაზ სანიკიძე: ფაშინიანის ამბავი გვიახლოვდება
შემდეგი სტატიაცოტნე გამსახურდია ნიკა რურუაზე-ზოგიერთებს მხოლოდ დროისა და გამორჩენის გამო გახსოვთ ფაქტები