ცოტნე გამსახურდია ნიკა რურუაზე-ზოგიერთებს მხოლოდ დროისა და გამორჩენის გამო გახსოვთ ფაქტები

ცოტნე გამსახურდიას სკანდალური განცხადება - "იბერიაში" მისი მოწამვლით მოკვლა სცადესმე უნდა ვთქვა ახლა ნიკა რურუაზე, რაც უკეთებია? უბრალოდ გული მერევა, რომ ზოგიერთებს მხოლოდ დროისა და გამორჩენის გამო გახსოვთ ფაქტები. უბრალოდ ამაყი ვარ იმით, რომ თქვენგან განსხვავებით მაქვს უნარი ობიექტურად მახსოვდეს სიმართლე. არც ის დამვიწყებია, როგორ დააქცია ქვეყანა ჯაბა იოსელიანთან ერთად და აღმერთებდა მას, როგორ არბევდა სამეგრელოს მშვიდობიან მოსახლეობას, ძარცვავდა, კლავდა სამეგრელოსა თუ თბილისში, რუსეთის არმიასთან ერთად ებრძოდა კანონიერ ხელისუფლებას,იყო მრავალჯერ ნასამართლევი და კიდევ უფრო მეტჯერ – შერჩა რაც უკეთებია…

თუ ვინმეს ამის დანახვის თავი და ადამიანობა არ გაქვთ, არაფერი მაქვს თქვენთან საერთო. მიხარია, რომ თქვენნაირი არა ვარ. ეს უბედური ქვეყანა სწორედ იმიტომაა ამ დღეში, რომ თქვენ ასეთები ხართ!-წერს ცოტნე გამსახურდია.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ნატოს ულტიმატუმს უპასუხა
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილი: „რაც მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარია, ამ კანონით ჩვენ ვიცავთ არასრულწლოვნებს მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან“