გუბაზ სანიკიძე: ფაშინიანის ამბავი გვიახლოვდება

"პოლიტიკიდან წასულ" ივანიშვილთან შეხვედრას არ გეგმავს“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ თუკი ხელისუფლება წინასაარჩევნო გარემოს არ შეცვლის და არჩევნები დემოკრატიულად არ ჩატარდება, “საქართველო რევოლუციას მიიღებს”.

როგორც სანიკიძემ გადაცემა “რეაქციის” პირდაპირი ეთერით განაცხადა, რევოლუციის გარანტორი, თავად კი არა, ქართველი ერი იქნება.

ამასთან სანიკიძემ აღნიშნა, რომ 16 დეკემბერს, საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალს არ შეუერთდება. სანიკიძე საქართველოში არსებულ დღევანდელ ვითარებას 2018 წლის “ხავერდოვანი რევოლუციის” პერიოდს ადარებს, რომლის ლიდერი სომხეთის ყოფილი პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი იყო.

“ფაშინიანის ამბავი გვიახლოვდება და მთავარი ის არის, რომ ფაშინიანს თვითონ ეპოქა ქმნის და ვითარება. ფაშინიანმა დაიწყო მოძრაობა ქვეყანაში ორი მანქანით 10 კაცი დადიოდა. რაც შეეხება 16 დეკემბერს, გამორიცხულია, ჩვენ ამას არ შევუერთდებით, იმიტომ რომ მე პირადად მაქვს რადიკალურად განსხვავებული პოზიცია. სალომემ ძალიან საეჭვო არჩევნებში მოიგო, მაგრამ ფაქტორია. ახლა სალომე ზურაბიშვილი რომ პრეზიდენტად არ ვაღიაროთ, დავამხოთ და რევოლუცია მოვაწყოთ, ამას მოჰყვება უვიზო რეჟიმის გაუქმება და მთელი ამბები, ამიტომ სალომესთვის უნდა დავტოვოთ ღია ოპოზიციური კარიბჭე.

საქართველოს ხელისუფელბას მივმართავ, ჩემო ძვირფასებო, ძალიან ბევრი თქვენთაგანი ჩემი მეგობრები ხართ, ქვეყანა არ წაიყვანოთ აქეთა მხრივ. არ ხართ იმპერატორები, არ ხართ მაგრები, ძალიან სუსტად ხართ. მე რევოლუციის არ მეშინია. დაჭირდება ამ ქვეყანას რევოლუცია?! მოხდება რევოლუცია თუ არაფერს არ შეცვლით, თუ საარჩევნო გარემოს არ შეცვლით. თუ აქ არჩევნები არ ჩატარდება ნორმალურად, საქართველო მიიღებს რევოლუციას და მე კი არ ვარ ამის გარანტორი, ქართველი ხალხია”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში რევოლუციურ სცენარს არ გამორიცხავს
შემდეგი სტატიარუსეთმა ნატოს ულტიმატუმს უპასუხა