რუსეთმა მოსკოვსა და ცხინვალს შორის ე.წ. საზღვრის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

http://www.bbc.co.uk/russian/society/2015/03/150324_russia_sobering_stations

რუსეთის დუმამ მიიღო კანონი ოფიციალურ მოსკოვსა და ოკუპირებულ ცხივალს შორის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ.

“შეთანხმება არის ძირითადი დოკუმენტი, რომელიც ადგენს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფო საზღვარს რუსეთის ფედერაციასთან და საქართველოსთან”-აღნიშნულია ხელშეკრულების განმარტებით ბარათში.

უცხოური მედიის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რატიფიცირების შედეგად შესაძლებელი იქნება საზღვრის დემარკაციის დაწყება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთმა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს 2015 წლის 18 თებერვალს.

banner
წინა სტატიაში“აუდიტორია 115”-ის წევრებმა თსუ-ს მე-6 კორპუსის ბლოკირება მოახდინეს
შემდეგი სტატიანათია კუპრაშვილი აქციის მონაწილეებს მხარს უჭერს