ნათია კუპრაშვილი აქციის მონაწილეებს მხარს უჭერს

უნივერსიტეტში აქციის მონაწილეებთან ჟურნალისტიკისა და მას. კომუნიკაციის ლექტორი, ნათია კუპრაშვილი, მივიდა და მხარდაჭერა გამოუცხადა.

როგორც აუდიტორია#115-ის წევრები აცხადებენ, ნათია კუპრაშვილი მათ სულისკვეთებას იზიარებს და ამბობს, რომ მზად არის, ლექციები ღია ცის ქვეშ ჩაატაროს.

აქციის მონაწილეებმა დღეს უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი დაიკავეს. ისინი უნივერსიტეტის დამოუკიდებლობას და განათლების რეფორმას ითხოვენ. მათ უკვე მოითხოვეს პრემიერ-მინისტრის მისვლა, რათ მათ კითხვებს, რომელიც 4 პუნქტად არის ჩამოყალიბებული, პასუხი გასცეს.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა მოსკოვსა და ცხინვალს შორის ე.წ. საზღვრის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა
შემდეგი სტატიაალექსანდერ ვერშბოუ: მოკავშირეები მზად არიან საქართველოს ყველანაირად დაეხმარონ ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაში