“აუდიტორია 115”-ის წევრებმა თსუ-ს მე-6 კორპუსის ბლოკირება მოახდინეს

თსუ-ში სასწავლო პროცესი ჩაშლილია და უნივერსიტეტში შესასვლელი კარი შიგნიდანაა აჭედილი. ამ დროისთვის, მე-6 კორპუსში მხოლოდ “აუდიტორია 115”-ის წევრები არიან, ხოლო უნივერსიტეტის დაცვა გარეთ იმყოფება. ასევე ადგილზე მობილიზებულნი არიან საპატრულო ეკიპაჟის წევრებიც.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ირაკლი კუპრაძემ 2030-ს განუცხადა, პროტესტის ამ ფორმისთვის მიმართვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც განათლების სამინისტრომ ისინი მოატყუა.

კერძოდ, კუპრავა განმარტავს, რომ მთავრობა უმაღლეს განათლებაში რეალურად ფუნდამენტური რეფორმების გატარებას არ აპირებს. ამიტომ გადაწყვიტეს სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის ბლოკირება. პარალელურად კი ორ საათზე აქციის გამართვას გეგმავენ პირველი კორპუსის ეზოში.

“აუდიტორია 115”-ს რამდენიმე ძირითადი მოთხოვნა აქვს. მათ შორის, სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმირება, უნივერსიტეტში ოდეერის ინსტიტუტის გაუქმება და სასწავლებლებისთვის დაფინანსების გაზრდა.

banner
წინა სტატიაშიბაგა-ბაღის საკვები პროდუქტების მითვისების ფაქტზე ამავე ბაღის სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი დააკავეს
შემდეგი სტატიარუსეთმა მოსკოვსა და ცხინვალს შორის ე.წ. საზღვრის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა