რუსეთმა ყირიმში გაზის მიწოდება დაიწყო

რუსეთის პრეზიდენტმა დღეს ყირიმში გაზის მიწოდება დაიწყო – რუსული მედია წერს. მან “კრასნოდარის მხარე-ყირიმის” მილსადენი გაუშვა. გაზი მოსახლეობას შეუწყვეტლივ მიეწოდება.
პუტინის თქმით, რომელსაც კრემლის საიტი ციტირებს, რუსული გაზის ნახევარკუნძულზე შესვლა “ეკონომიკური განვითარების კუთხით სრულიად სხვა ატმოსფეროს შექმნის, ის, ასევე, ყირიმსა და სევასტოპოლში რეკრეაციული და ეკონომიკური კომპლექსებისა და სოციალური სფეროს განვითარებას შეუწყობს ხელს” – თვლის პუტინი.
შეგახსენებთ, რომ პუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინის ანექსია 2014 წელს მოახდინა.

banner
წინა სტატიაშიარსებობს ძალიან მცირე ბერკეტები ცვლილებების განსახორციელებლად – სერგი კაპანაძე საკონსტიტუციო კომისიაზე
შემდეგი სტატიასავჩენკომ ევოლუციურ-რევოლუციური მოძრაობის შექმნის შესახებ განაცხადა