არსებობს ძალიან მცირე ბერკეტები ცვლილებების განსახორციელებლად – სერგი კაპანაძე საკონსტიტუციო კომისიაზე

სერგი კაპანაძის აზრით, საკონსტიტუციო კომისიის საქმინობაში მცირე ცვლილებების შეტანის გარკვეული ბერკეტები არსებობს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების სახით.

ამის შესახებ სერგი კაპანაძემ გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

„მთავარი თემა, რაზეც მართლა შეიძლება იმუშაოს ამ კომისიამ, არის საარჩევნო სისტემის რეფორმა, რათა არ მივიღოთ ის უსამართლო სიტუაცია, როგორიც დღეს არის. მაგალითად, ქართულმა ოცნებამ მიიღო ხმების ნახევარი და ეს გადაითარგმნა მანდატების ¾-ში, რაც არის უსამართლო სისტემა,“ – განაცხადა სერგი კაპანაძემ გადაცემა არჩევანში.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ ეს სისტემა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც იყო, თუმცა მას შემდეგ ყველა მხარე, საერთაშრისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიცია და პოზიცია შეთანხმდა, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს, მაგრამ ქართულმა ოცნებამ ეს არ გააკეთა, რადგან წინ საპარლამენტო არჩევნები ჰქონდა.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპმა გაერო გააკრიტიკა და მას ინტერესების კლუბი უწოდა
შემდეგი სტატიარუსეთმა ყირიმში გაზის მიწოდება დაიწყო