რუსეთმა ისრაელს სირიის სუვერენიტეტის “უხეშ დარღვევაში” დასდო ბრალი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელს სირიის სუვერენიტეტის “უხეშ დარღვევაში” დასდო ბრალი. უწყებამ 26 დეკემბერს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც სირიის ტერიტორიაზე ისრაელის ავიაციის მიერ განხორციელებულ ავიადარტყმებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა. უწყება ამბობს, რომ ისრაელის ავიაცია დარტყმებს სამოქალაქო თვითმფრინავებს ამოფარებული ანხორციელებს, რომლებიც დამასკოსა და ბეირუთის აეროპორტებში მიფრინავენ. სირიას, აღნიშნული დარტყმების გამო მატერიალური ზიანი მიადგა, სამი სამხედრო მოსამსახურე კი დაიჭრა – “დოიჩე ველე” რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ციტირებს.
თავის მხრივ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიახუმ ხაზგასმით თქვა, რომ მეზობელ ქვეყანაში ირანის გაძლიერებას არ მოითმენს. “ჩვენ გადაწყვეტილად და თანმიმდევრულად გამოვდივართ ამის წინააღმდეგ” – პოლიტიკოსმა “ტვიტერის” საკუთარ ბლოგზე დაწერა.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა განაცხადა, რომ მომავალ წელს ახალ ზებგერით სარაკეტო კომპლექსს ჩაუშვებენ
შემდეგი სტატიაკრემლის იმპერიალისტური და კოლონიალისტური ზრახვები მუდამჟამს მოღალატე და კარიერისტი პერსონების ბაზაზე იდგა და სადღეისოდაც ასეა