პუტინმა განაცხადა, რომ მომავალ წელს ახალ ზებგერით სარაკეტო კომპლექსს ჩაუშვებენ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პურინმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მომავალ წელს შეიარაღება მიიღებს ზებგერით სარაკეტო კომპლექსს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთს ახალი სტრატეგიული იარაღი გაუჩნდება. ახალი რაკეტა “ავანგარდის” გამოცდის შემდეგ მთავრობის წევრებთან სიტყვით გამოსვლისას პუტინმა თქვა, რომ მისი განკარგულებით თავდაცვის სამინსიტროს საწარმოებმა მოამზადეს და დაასრულეს ამ სისტემის გამოცდა. “ის ეს წუთია დასრულდა. დასრულდა წარმატებით” – ვლადიმირ პუტინის სიტყვებს “ამერიკის ხმა” ციტირებს. როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა განმარტა, 2019 წლიდან ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ახალი კონტინენტთაშორისო სტრატეგიული სისტემა “ავანგარდი” დაემატება.

მარტში დაანონსებული ინფორმაციის მიხედვით, “ავანგარდი” მაღალმანევრირებადია, რაც მას იმის საშუალებას აძლევს, რომ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვას გვერდი აუაროს.

banner
წინა სტატიაშირუსეთი დასავლეთს მოუწოდებს აზოვის ზღვაში უკრაინის “პროვიკაციებს” არ აყვეს
შემდეგი სტატიარუსეთმა ისრაელს სირიის სუვერენიტეტის “უხეშ დარღვევაში” დასდო ბრალი