რუსეთმა იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმების პირობები დაასახელა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იაპონიასთან ურთიერთობის დარეგულირების მთავარი პირობა დაასახელა. “მშვიდობიანი შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილების ძებნის ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა ის, რომ ტოკიომ მეორე მსოფლიო ომის შედეგები სრული მოცულობით უნდა აღიაროს, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი კურილის სამხრეთ კუნძულებზე” – 11 იანვარს რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა.
“აუცილებელია ორმხრივი ურთიერთობის აბსოლუტურად ახალ დონეზე და სრულ ნდობასა და პარტნიორობაზე დაფუძნება, რომ რუს და იაპონელ ხალხს შორის ურთიერთკავშირი გაძლიერდეს” – ნათქვამია სპეციალურ განცხადებაში – “დოიჩე ველე” წერს.

რუსეთ-იაპონიას შორის კურილის კუნძულებთან დაკავშირებული დავა 1945 წლიდან მიმდინარეობს, როცა მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. რუსეთმა რამდენიმე კუნძული ომის შემდეგ დაიკავა. იაპონია კი მათ დაბრუნებას ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი ილია ჭიღლაძე: უკრაინის ავტოკეფალია ესაა რუსული საეკლესიო და იდეოლოგიური იმპერიალიზმის დასამარების დასაწყისი
შემდეგი სტატიაცოტნე გამსახურდია: ვისაც შეთქმულების თეორიები და ერის ხსნის წყურვილი არ გასვენებთ, აგერ, გენოციდის ყველაზე დიდი წყარო და საფრთხე, ერთპარტიულობაა!