რუსეთმა უკრაინას იანუკოვიჩის გადაცემაზე უარი უთხრა

რუსეთმა უკრაინას იანუკოვიჩის გადაცემაზე უარი უთხრა

putini1რუსეთის გენპროკურატურამ უარი განაცხადა კიევს უკრაინის ექს-პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი გადასცეს. რუსეთის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა, ალექსეი კურენნოიმ განაცხადა, რომ 2015 წლის თებერვალში უკრაინის სამართალდმცველებმა შუამდგომლობა გააგზავნეს რუსეთში “ვიქტორი იანუკოვიჩის დროები დაკავების და დაპატიმრების შესახებ”, საუბარი იყო ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე, კონკრეტულად რაზე, ჩინოვნიკს არ აღუნიშნავს.

როგორც კურენნოიმ განაცხადა, მოსკოვმა თქვა, რომ იანუკოვიჩის გადაცემა არ მოხდება, რადგანაც, “დანაშაული, რომლის გამოც მისი გამოთხოვა ხდება, რუსეთის კანონმდებლობით შეფასებულია, როგორც პოლიტიკური”.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინიდან 2014 წელს გაიქცა მასობრივი პროტესტების ფონზე, რომლის დროსაც 106 ადამიანი იქნა მოკლული.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი გადადგება თანამდებობიდან თუ ახალ პარტიას ჩაუდგა სათავეში
შემდეგი სტატიარუსეთმა განაცხადა, რომ მას პოლონეთზე თავდასხმის გეგმა არა აქვს