უკრაინამ ყირიმში ვიზიტის გამო გერმანელ დეპუტატზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა

გერმანიაში უკრაინის საელჩომ ,ყირიმში ვიზიტის დროს ,რამდენიმე გერმანელი რეგიონალური დეპუტატის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის ინიცირება მოახდინა -ამის შესახებ უკრაინის ელჩმა გერმანიაში ანდრეი მელნიკმა განაცხადა.

,,უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსში არის მუხლი, ოკუპირებული ტერიტორიების არაკანონიერი ვიზიტის შესახებ, რომელიც 8 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  ის, რომ პირი დეპუტატია, მას პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.

ჩვენ უნდა გამოვიყენოთ სასჯელის დაუსწრებელი ფორმა და სხვა მექანიზმები, რომ გერმანულ მხარეს ვაჩვენოთ, რომ საუბარია უკრაინული კანონმდებლობის დარღვევაზე” -განაცხადა ელჩმა

გარდა ამისა, ელჩის თქმით, უკრაინული მხარე მუშაობს იმაზე, რომ დეპუტატების წინააღმდეგ გერმანიაშიც იქნეს შემოღებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, პირველ ყოვლისა, პოლიტიკოსებისთვის.

ბერლინის, ბრანდენბურგისა და ჩრდილოეთ რეინის რეგიონალურმა დეპუტატებმა ანექსირებული ყირიმი მიმდინარე წლის თებერვალში მოინახულეს. ოფიციალურმა გერმანიამ ეს ვიზიტი გააკრიტიკა.

banner
წინა სტატიაშინიუ-იორკში დუბაის თვითმფრინავი კარანტინზე გადაიყვანეს – სავარაუდოდ, მგზავრები საჭმლისგან მოიწამლნენ
შემდეგი სტატიარუსეთმა აღიარა, რომ გუშინ სირიის იდლიბს ბომბავდა