საქართველოს ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ რუსეთის მხრიდან, ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მცდელობა, საერთაშორისო მასშტაბით სრულიად წარუმატებელია.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზა, უალტერნატივოა.
“დადგა დრო, როდესაც ქართულმა, აფხაზურმა, ოსურმა საზოგადოებებმა უნდა გავაცნობიეროთ რომ, ის, რაც ჩვენ გავიარეთ, შედეგი, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს განგრძობითი ოკუპაციის და მოუგვარებელი კონფლიქტის სახით, არ ემსახურება არცერთი ჩვენი ხალხის ინტერესებს”,-განაცხადა ციხელაშვილმა.
რუსეთის დუმამ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას მხარი 2008 წლის 26 აგვისტოს დაუჭირა.