(video) ,,მალე დადგება დრო, როცა შეგჭამ და გაგანადგურებ!-კახა მიქაიასა და „ნაციონალ“ ზაზა ხასიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

კახა მიქაია გუბერნატორს მიმართავს–რა მოხდა ზიგდიდში

10941750_774511672642411_1624095842_n26 აგვისტოს, დაახლოებით, საღამოს 8 საათზე, ზუგდიდში, ლაზის ქუჩისა და დადიანის ქუჩის გადაკვეთაზე, ქალაქის ცენტრში, „მანქანების გაყიდვის“ ოფისის წინ, სააკაშვილის ცნობილი „ზონდერი“ და მეგის ქარდავას მარჯვენა ხელი, ზაზა ხასაია და მისი მეგობრები ჩემს ავტომანქანას, რომელსაც ჩემი მეგობარი გიორგი ჯღარკავა მართავდა, გადაეღობა. ისინი სკანდირებდნენ: ,,პატრიოტი, პატრიოტი! წადი, შენი!..“ – ამის შესახებ „თაიმერს“ „დაიცავი საქართველოს“ ლიდერმა კახა მიქაიამ განუცხადა.
როგორც მიქაია ამბობს, მასა და ზაზა ხასაიას შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება.
„მის აგრესიაზე მეც ადექვატური რეაქცია მქონდა. სიტყვიერი შეურაცხყოფებისა და გაწევ-გამოწევის შემდეგ, როცა ზაზა ხასაიას ჰქონდა მცდელობა, ფიზიკურად შემხებოდა, რაც აღკვთეს მის ირგვლივ მყოფმა მისმა მეგობრებმა, იგი შემდეგი სიტყვებით დამემუქრა: ,,მალე დადგება დრო, როცა შეგჭამ და გაგანადგურებ!”.

საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ სააკაშვილის ცნობილ ზონდერს, ზაზა ხასაიასა და ჩემს შორის კონფლიქტი დიდი ხანია გრძელდება. “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ხასაია აქტიურად ცდილობდა პოლიციაში მუშაობის გაგრძელებას, თუმცა ამაში ხელს უშლიდა მისი წარსული საქმიანობა და ფიქრობდა, რომ ამას აუცილებლად შევახსენებდით მე და ჟურნალისტი ნანა ფაჟავა. გარდა ამისა, ხასაია, დარწმუნებულია, რომ ნანა ფაჟავა ინტერნეტსივრციდან არ მოხსნიდა იმ კადრებს, სადაც ის, სხვა პოლიციელებთან ერთად ძალადობდა ჟურნალისტზე და არ აძლევდა მას მუშაობის საშუალებას, ხასაიამ ყველა ხერხს მიმართა, რომ ჩემთან კონტაქტზე გამოსულიყო და მისი მხილების შეწყვეტა ეთხოვა.

ცხადია, ჩემგან უარი მიიღო. მიუხედავად ამისა, ზაზა ხასაია, რომელიც დაკავებული იყო სააკაშვილის პოლიტიკური ოპონენტების დევნით, ძალადობდა ჟურნალისტებზე და რომელიც ყველა ძალადობრივ აქციაში მონაწილეობდა, რომელსაც ახორციელებდა სააკაშვილი-ახალაიას რეჟიმი, ,,ქართულმა ოცნება”-მ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კერძოდ, სამეგრელო-ზემოსვანეთის სამხარეო პოლიციის მაშინდელმა უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ ის სამსახურში აღადგინა, რასაც ჩემი და ჩემი მეგობრების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ჩვენმა პროტესტმა მაშინ შედეგი გამოიღო: ხელისუფლება იძულებული გახდა, 3-ჯერ გაეთავისუფლებინა ხასაია დაკავებული თანამდებობიდან. სამეგრელოში, ,,ქართული ოცნების“ დაბალი რეიტინგის გამო, ხასაიას, ალბათ, იმედი აქვს „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნების და ჩემდამი შურისძიების,“ – აცხადებს მიქაია.
ამასთან, ხაზს „ნაციონალური მოძრაობიდან“ „ქართულ ოცნებაში“ პორტირებული „ზონდერების“ მისდამი აგრესიას უსვამს და საზოგადოებას ახსენებს, რომ მას დაპირისპირება ჰქონდა ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, დღეს კი, ,,ქართული ოცნებიდან” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მერაბ ქვარაიას აპარატის და საარჩევნო შტაბის უფროსთან, წარსულში ცნობილ „ზონდერსა“ და როლანდ ახალაიას თანამებრძოლ გრიგოლ (გრიხა) მიქავასთან, სამეგრელო-ზემოსვანეთის გუბერნატორ შონიას მარჯვენა ხელ, დავით კოდუას მამის, ცნობილ „ნაციონალსა“ და „ზონდერ“ ოთარ კოდუასთან.
„ზუგდიდში დღეს უკვე აშკარად იგრძნობა სააკაშვილის „ზონდერების“ გააქტიურება. სანდრა რულოვსის ზუგდიდის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენამ მათ არჩევნებში გამარჯვების იმედი ჩაუსახა. ნიშანდობლივია, რომ ქალბატონი რულოვსის ცინიკური დაპირება, რომ ძალადობა აღარ განმეორებდა, ამ შემთხვევაში, ცნობილმა „ზონდერმა“ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ვაფრთხილებ ხელისუფლებას და „ნაციონალურ მოძრაობას“: თქვენ სიამის ტყუბებივით დაემსგავსეთ ერთმანეთს, რასაც კიდევ ერთხელ მოწმობს კორცხელის ცნობილი ინციდენტი. მე კი, ძალადობის წინააღმდეგი ყოველთვის ვიყავი და ვიქნები. ძალადობა საქართველოში ვერ გაიმარჯვებს! ბოლოს, მინდა მივმართო ადგილობრივ ხელისუფლებას, გუბერნატორ შონიას, სამხარეო პოლიციის უფროსს, გურამ ზესაშვილს და ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსს, კობა ხარებავას: თუ ისევ განმეორდა ზაზა ხასაიას და „ქართულ ოცნებაში“ პორტირებული „ნაციონალი ზონდერების“ მიერ ჩემი და ჩემი მეგობრების მიმართ ძალადობა, მთელი პასუხისმგებლობა თქვენ დაგეკისრებათ!“ – აცხადებს კახა მიქაია.

 

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსული სამხედრო ბაზა სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი
შემდეგი სტატია“რუსეთისგან ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მცდელობა, საერთაშორისო მასშტაბით წარუმატებელია”