რომან გოცირიძე: ეროვნული ბანკი შეგნებულად თუ შეუგნებლად ლარის მართვად გაცვლით კურსზე გადავიდა

gociridze

ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარის რომან გოცირიძიეროვნული ბანკი შეგნებულად თუ შეუგნებლად ლარის მართვად გაცვლით კურსზე გადავიდა. ფაქტობრივად საარჩევნო კორიდორულ კურსს ქმნის, რომლის ზედა და ქვედა ზღვარი აქვს მონიშნული.
გუშინ ლარის მცირეოდენი გაუფასურებაც კი არ დაუშვა, ინტერვენციები განახორციელა და გაამყარა კიდევაც. ეს სიგნალია ბაზრისთვის, რომ ითამაშონ ლარის გამყარებაზე. მერე, როცა ”ზედმეტად” გამყარდება, ეროვნული ბანკი ამას ”არ დაუშვებს”, როგორც 22 აგვისტოს მოხდა და კვლავ ჩაერევა უკუინტერვენციებით. ფაქტობრივად ქმნის ამ ერთ თვეში სასურველ, პროგნოზირებად, მშვიდ სავალუტო გარემოს.
რადგან ეროვნულმა ბანკმა გუშინ სიგნალები გამოუშვა, დღეს ლარი არ გაუფასურდება.
ფაქტია, ეროვნული ბანკი გადავიდა მართვადი კურსის რეჟიმზე, რაც ეწინააღმდეგება მის ოფიციალურ პოლიტიკას და გაცხადებულ პრინციპებს.
ყოველი ასეთი მანიპულაცია საბოლი ჯამში იწვევს არასტაბილურობას სავალუტო ბაზარზე და ეროვნული ბანკისადმი ნდობის დაკარგვას, მიუხედავად იმისა, თუ რა მოტივები ამოძრავებს მას-აცხადებს რომან გოცოროძე.

banner
წინა სტატიაში“რუსეთისგან ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მცდელობა, საერთაშორისო მასშტაბით წარუმატებელია”
შემდეგი სტატიათავდაცვის მინისტრის მოადგილედ ზაალ კაპანაძე დაინიშნა