რუსეთის თავდაცვის სამინისტრო “აზოვსტალის” მეომრებს იარაღის დაყრას და ჩაბარებას სთავაზობს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს სადაც აღნიშნულია, რომ თუ აზოვსტალის მეტალურგიულ ქარხანაში გამაგრებულები, საომარ მოქმედებებს შეწყვეტენ და იარაღს დაყრიან, სიცოცხლეს შეუნარჩუნებენ.

სამინისტრო ამბობს, რომ გადაწყვეტილება ქარხანაში შექმნილი “კატასტროფული სიტუაციის გათვალისწინებით”, ასევე როგორც “წმინდა ჰუმანური პრინციპებით” მიიღეს. დროს უკრაინელ მეომრებს ოკუპანტი ქვეყანა 16 საათამდე აძლევს.

ამავე განცხადების მიხედვით, მოსკოვის დროთ 13:00 საათზე კომუნიკაცია უნდა შედგეს რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლის მიზნით, 13:00 საათიდან კი “სიჩუმის რეჟიმი” ამოქმედდე, რის ნიშნადაც ორივე მხარემ დროშები უნდა აღმართონ – რუსეთის მხრიდან – წითელი, უკრაინის მხრიდან თეთრი.

ეს აზოვსტალის მთელ პერიმეტრზე უნდა მოხდეს. ასევე, ფაქტი, რომ მხარეები მზად არიან “სიჩუმის რეჟიმისთვის” უნდა დადასტურდეს ყველა საკომუნიკაციო არხით.

“კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ კიევის ოფიციალურ ხელისუფლებას გამოიჩინოს წინდახედულობა, მისცეს შესაბამისი მითითებები ბოევიკებს, შეწყვიტონ უაზრო წინააღმდეგობა და დატოვონ წინააღმდეგობის ცენტრი. მაგრამ იმის გაცნობიერებით, რომ ისინი არ მიიღებენ მსგავს ბრძანებებს კიევის ხელისუფლებისგან, ჩვენ მოვუწოდებთ მათ, თავად მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება და დადონ იარაღი”, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიახალი ზელანდია 18 რუსულ ბანკსა და ფინანსურ ორგანიზაციას ახალ სანქციებს უწესებს
შემდეგი სტატიაუკრაინის გარდა, რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულებს კიდევ 13 სახელმწიფო გამოიძიებს