ახალი ზელანდია 18 რუსულ ბანკსა და ფინანსურ ორგანიზაციას ახალ სანქციებს უწესებს

ახალ ზელანდია რუსული ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს. სანქცირებულთა შორისაა ცენტრალური ბანკიც. ამის შესახებ განცხადება სამშაბათს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნანაია მაჰუტამ განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სანქციები 18 ფინანსურ ორგანიზაციას მოიცავს, რომლებიც შეადგენენ რუსეთის მთლიანი საბანკო აქტივების დაახლოებით 80%-ს.

“სანქციების ამ ბოლო რაუნდით, ახალი ზელანდია უერთდება ქვეყნებს მთელ მსოფლიოში, რომლებმაც მძიმე ჯარიმები დაუწესეს პრეზიდენტ პუტინს და სისტემას, რომელიც აფინანსებს მის უკანონო შეჭრას უკრაინაში”, – თქვა მინისტრმა.

ახლად სანქცირებული 18 ორგანიზაციაა: Alfa-Bank, Bank Rossiya, Bank Otkritie, Black Sea Bank for Development and Reconstruction, რუსეთის ცენტრალური ბანკი, Credit Bank of Moscow, Gazprombank, GenBank, Industrial Savings Bank, Novikombank, Russia Agricultural Bank, რუსეთის ეროვნული კომერციული ბანკი, რუსეთის პირდაპირი საინვესტიციო ფონდი, “სბერბანკი”, “სოვკომბანკი”, SMP ბანკი,” ვნეშეკონომბანკი”, VTB.

ახალ ზელანდიას სანქციები დაწესებული აქვს ფიზიკური პირების, მათ შორის ვლადიმერ პუტინის, მისი უშიშროების საბჭოს წევრების, პოლიტიკოსების, ოლიგარქებისა და სამხედრო მაღალჩინოსნების წინააღმდეგ.

banner
წინა სტატიაშიხაბეიშვილი – ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ, ოპოზიციამ დაიწყონ კონსულტაციები რიგგარეშე არჩევნების თემაზე
შემდეგი სტატიარუსეთის თავდაცვის სამინისტრო “აზოვსტალის” მეომრებს იარაღის დაყრას და ჩაბარებას სთავაზობს