უკრაინის გარდა, რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულებს კიდევ 13 სახელმწიფო გამოიძიებს

უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას ინფორმაციით, უკრაინის გარდა რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულებს კიდევ 13 სახელმწიფო გამოიძიებს.

“ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა და დახმარება ახლა ფასდაუდებელია. აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნების ექსპერტთა გუნდი გვეხმარება დანაშაულების დოკუმენტირებასა და გამოძიებაში. შეიქმნა მობილური ჯგუფები, რომლის ფარგლებშიც, უცხოელი ექსპერტები უკრაინელ გამომძიებლებთან და პროკურორებთან ერთად იმუშავებენ.
რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების გამოძიება 13-მა სახელმწიფომ დაიწყო.” წერს ვენედიქტოვა ფეისბუქზე

banner
წინა სტატიაშირუსეთის თავდაცვის სამინისტრო “აზოვსტალის” მეომრებს იარაღის დაყრას და ჩაბარებას სთავაზობს
შემდეგი სტატია“წყნეთში კაცმა გაქცევა დააპირა, პოლიციელს იარაღიდან გაუვარდა” – საგამოძიებო სამსახური