რუსეთის სკოლებში სასწავლო პროცესი სამი კვირით შეწყდება

რუსეთის სკოლებში სასწავლო პროცესი სამი კვირით შეწყდება. ამის შესახებ რუსეთის განათლების მინისტრმა სერგეი კრავცოვმა განაცხადა.

სკოლებში არდადეგები 23 მარტიდან 12 აპრილამდე გამოცხადდა. რუსეთის განათლების მინისტრის თქმით, ორგანიზებული იქნება დისტანციური სწავლება.

ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსის 114 შემთხვევაა დადასტურებული. დაავადება გამოვლენილია ქვეყნის 26 რეგიონში.

banner
წინა სტატიაშიყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტი – დაკავებულია 7 ადამიანი
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა