საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევები 38-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ მონაცემები საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე – stopcov.ge-ზე განთავსდა.

ამასთან, stopcov.ge-ზე განთავსებული მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1130 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურების ქვეშ – 81 პაციენტი.

მონაცემები ცოტა ხნის წინ განახლდა. მანამდე საქართველოში კორონავირუსის 34 დადასტურებული შემთხვევა იყო. აქედან, ერთი გამოჯანმრთელდა და ინფექციური საავადმყოფო დატოვა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის სკოლებში სასწავლო პროცესი სამი კვირით შეწყდება
შემდეგი სტატიაჩვენთან მოთავსებული პაციენტების ისტორია ასეთია, ეს არის ერთ-ერთ ჩვენთან დადასტურებულ პაციენტთან კონტაქტი