რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 10-ჯერ დაარღვიეს

რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 10-ჯერ დაარღვიეს, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის დილის მოხსენებაშია აღნიშნული.

„მტრის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად ერთმა სამხედრო მოსამსახურემ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. დაიჭრა კიდევ ერთი ჯარისკაცი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომაროება საშუალო სიმძიმისაა“, – აღნიშნულია მოხსენებაში.

შტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი 82 მმ კალიბრის ნაღმტყორცნებიდან, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან, ყუმბარმტყორცნებიდან და მცირეკალიბრიანი იარაღიდან გახსნეს.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებს უკრაინელმა ჯარისკაცებმა საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.

banner
წინა სტატიაში43-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულის საველე სწავლება ვაზიანის პოლიგონზე
შემდეგი სტატიაშსს-მ „კოვიდ-19“-ის დარღვევის 1 567 ფაქტი გამოავლინა