რუსეთის სამ ქალაქში შავად მოთოვა

რუსეთში, კემეროვოს ოლქის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო შავ თოვლთან დაკავშირებით, რომელიც რეგიონში მოვიდა. ადგილობრივები და მედია წერს, რომ თოვლი ქვანახშირის გამონაბოლქვმა გააშავა. შავი ნალექი მოვიდა პროკოპევსკას, კისელევსკასა და ლენინსკა-კუზნეცკოგოს რაიონებში. ერთ-ერთი ფაბრიკის გენერალურმა დირექტორმა ანატოლი ვოლკოვმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ საამქროში მწყობრიდან გამოსულია სპეციალური ფილტრები, რომელიც გამონაბოლქვს ასუფთავებს.
კემეროვოს ოლქის გუბერნიაში განაცხადეს, რომ შავი თოვლი გამოწვეულია ქვანახშირის საამქროების, ადგილობრივი საწარმოებისა და ავტომობილების გამონაბოლქვისგან.

banner
წინა სტატიაშიAirbus-ი მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავების წარმოებას წყვეტს
შემდეგი სტატიაბელგიის კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი