ბელგიის კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი

ბელგიის კონტრდაზვერვისა და უშიშროების სამსახურის უფროსი კლიმენტ ვანდერბორე რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. ის სამსახურიდან დაითხოვეს – 14 თებერვალს ბელგიურმა გამოცემა De Morgen-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა.
კლიმენტ ვანდერბორე კონტრდაზვერვაში 40 წელი მსახურობდა. მან, 2016 წელს, სერბეთში სპეცოპერაციის დროს, საიდუმლო ინფორმაცია გადასცა სერბეთის მოქალაქეს, რომელიც ორმაგი აგენტი იყო და მოსკოვზე მუშაობდა. გარდა ამისა, მას ბრალად ედება საიდუმლო დოკუმენტების განადგურება.

ეჭვმიტანილი ყველა ბრალდებას უარყოფს – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშირუსეთის სამ ქალაქში შავად მოთოვა
შემდეგი სტატიააშშ-მ და ჩინეთმა სავაჭრო მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყეს