რუსეთი ნატო-ს მიერ შეიარაღების რაოდენობის გაზრდას უპასუხოდ არ დატოვებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
“თუ ალიანსის არჩევანია შეიარაღების გაზრდა და აგრესიული რიტორიკა, ჩვენ ამას უპასუხოდ არ დავტოვებთ” , – აღნიშნა ზახაროვამ.
ამას გარდა, რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, ვარშავის სამიტის შემდეგ ნატო-რუსეთის საბჭოს გამართვის შესახებ კონსლტაციები გრძელდება.
ხვალ ვარშავაში ნატო-ს სამიტი იხსნება, რომელზეც ალიანსი აღმოსავლეთის ფლანგზე, კერძოდ ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში, ოთხი ბატალიონის გათავსების გადაწყვეტილებას მიიღებს.