თამაზ მეჭიაური: ჯონ კერის ვიზიტმა დაადასტურა, რომ ჩვენ ვართ კოლონიურ მდგომარეობაში

ახალი პარტია “თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერი თამაზ მეჭიაურის თქმით საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია აშშ-ს ერთგულებას უმტკიცებს და მასთან მიმართებაში კოლონიურ მდგომარეობაში იმყოფება:
„ჯონ კერი ვიზიტმა დაადასტურა, რომ ჩვენ ვართ კოლონიურ მდგომარეობაში, როდესაც ერთის მხრივ ჩვენი ტერიტორიის ნაწილი რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა, დანარჩენი კი უფრო ხავერდოვნად ოკუპირებული აქვს აშშ-ს , ახლა ეს უფრო მეტი პატივია, რადგან ცოტა უფრო მაღალი თანამდებობის პირმა დაგვარიგა ჭკუა და დირექტივები მისცა, როგორც ხელისუფლებას ასევე ოპოზიციას და უთხრა , რომ თუ ისეთი არ იქნება არჩევნების შედეგი, როგორიც ჩვენ მოგვეწონება, შეიძლება ლეგიტიმაციის საკითხი ეჭქვეშ დადგესო“- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი: პატარაძე მე მეჩვენება, რომ არის მეორე ხაბაძე
შემდეგი სტატიარუსეთის საგარეო უწყება: მოსკოვი ნატო-ს მიერ შეიარაღების რაოდენობის გაზრდას უპასუხოდ არ დატოვებს