ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის მცდელობა – თედო კობახიძე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

სკანდალი მანანა კობახიძის ძმის ირგვლივ ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატი მილიონიან შეთანხმებაზე საუბრო

სკოლის პედაგოგებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ცოტა ხნის წინ საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე თედო კობახიძე თავად გამოეხმაურა.

თედო კობახიძე ადასტურებს, რომ ეს საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა, თუმცა წინასაარჩევნო კამპანიის გამოცხადებამდე. თედო კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით ის სატელეფონო განამარტებას ოდნავ მოგვიანებით გააკეთებს.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამჯერად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მიმართა აუდიტის სამსახურს, შეისწავლოს თედო კობახიძის მხრიდან ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის მცდელობის ფაქტი.

საქმე ეხება პედაგოგებისთვის უფასო სამედიცინო კვლევების ჩატარებას, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშირუსეთის საგარეო უწყება: მოსკოვი ნატო-ს მიერ შეიარაღების რაოდენობის გაზრდას უპასუხოდ არ დატოვებს
შემდეგი სტატია3 ივლისის ინციდენტთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დაკითხვაზე დაიბარეს