რუსეთის საგარეო – ნატო-ს აქტიურობა აღმოსავლეთ ევროპაში ჩვენს ქვეყანასთან შეტაკებისთვის მოკავშირეების მომზადებისკენაა მიმართული

ნატო-ს ქმედებები აღმოსავლეთ ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში მიზნად ისახავს მოკავშირეების მომზადებას რუსეთთან პოტენციური შეტაკებისთვის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს.

„რუმინეთის საჰაერო ბაზის გაფართოება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩრდილო ატლანტიკური ბლოკი აგრძელებს აღმოსავლეთ ევროპისა და შავი ზღვის რეგიონის აღვირახსნილ მილიტარიზაციას“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

მათი მტკიცებით, „კოალიციური პოტენციალის დაჩქარებული გაძლიერება ასევე მიმდინარეობს პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში“.

რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ასეთი აქტივობა, პროვოკაციულია, აძლიერებს სამხედრო დაძაბულობას რუსეთის საზღვრების პერიმეტრზე და დამატებით საფრთხეებს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას.

„ეს ყველაფერი მიზნად ისახავს ბლოკის მოკავშირეების მომზადებას ჩვენს ქვეყანასთან პოტენციური შეტაკებისთვის“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მათი მტკიცებით, დააკვირდებიე რუმინეთის ქმედებებს, შეაფასებენ წარმოშობილ რისკებს და გაითვალისწინებენ მათ სამხედრო დაგეგმვის დროს.

banner
წინა სტატიაშიფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
შემდეგი სტატიაჯონ კირბი – რაფაჰში „ჰამასის“ შესაჩერებლად სხვა გზებიც არსებობს, გარდა სამხედრო ოპერაციისა