რუსეთის ფედერაციაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებას ყირიმის აღიარებისკენ პირველი ნაბიჯი უწოდეს

რუსეთის დუმას საერთაშორისო საქმეების კომიტეტის ხელმძღვანელმა და ევროსაბჭოს საპარალმენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის პოსტის ერთ-ერთმა პრეტენდენტმა ლეონიდ სლუცკიმ ასამბლეის მიერ ყირიმის შესახებ შესწორებების არ მიღებას ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი უწოდა – უკრაინული “ევროპული პრავდა” რუსულ “ტასზე” დაყრდნობით წერს.
“თავიანთი კენჭისყრით შესწორებებთან დაკავშირებით (ყირიმის შესახებ) რომელიც მიღებულ მოხსენებას ეხებოდა, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ არ მიიღო, არსობრივად, ყირმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებისკენ მიმანიშნებელი ნაბიჯი გადადგა ევროპის საბჭომ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია” – თქვა მან “რასია 1”-ის ეთერში.

დღეს ევროსაბჭოს საპარალმენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციისთვის შეზღუდვის გარეშე უფლებამოსილების აღდგენის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება იმ დარღვევების მიუხედავად, რომელიც ევროპის საბჭოს პრინციპებს ეწინააღმდეგება. გადაწყვეტილებისადმი პროტესტის ნიშნად დარბაზი ექვსი ქვეყნის წარმომადგენელმა დატოვა, მათ შორის, საქართველოს, უკრაინისა და პოლონეთის დელეგატებმა.

რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გარი კასპაროვმა ასამბლეის ამ გადაწყვეტილებაზე სკარბეზული კომენტარი გააკეთა.

banner
წინა სტატიაშისელექციონერი არ ფიქრობს, რომ ხალხს შეუარხყოფას აყენებს?!
შემდეგი სტატია(video) უკრაინის დედაქალაქს დავუძახოთ ისე, როგოც ქვია – კიივი