(video) უკრაინის დედაქალაქს დავუძახოთ ისე, როგოც ქვია – კიივი

ორი დღის წინ პეტრე პოროშენკოს მიერ გავრცელებულ ვიდეოში, რომელსაც თან ერთვოდა ქართული წინადადება “უკრაინელების გულები საქართველოსთვის ძგერს”, უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა იმაზე ისაუბრა, რომ საქართველოც, ისევე, როგორც უკრაინა, რუსულ აგრესიას ებრძვის. მან უკრაინელებს ქართველებისთვის სოლიდარობის გამოხატვის მიზნით საქართველოში ჩასვლასა და დასვენებისკენ მოუწოდა – ვიდეო რამდენიმე წინადადებით გააშუქა ქართულმა მედიამ. ამავე დროს, არც ერთ მათგანს მიუქცევია ყურადღება ერთ მნიშვნელოვან დეტალზე: პეტრე პოროშენკომ ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა მუშაობა დაიწყონ იმაზე, რომ “გრუზია” (ასე ქვია საქართველოს უკრაინულ ენაზე) “საქართველოთი” შეიცვალოს და უკრაინის დედაქალაქის რუსული სახელწოდება “კიევი”, რომელიც იგივე ფორმით არის შემოსული ქართულ ენაში – “კიივად”, ისე, როგორც ეს უკრაინულად ქვია ქვეყნის დედაქალაქს.

საინფორმაციო სააგენტო “თაიმერმა” მიმდინარე წლის 21 მარტიდან შიდა სტანდარტად დაამკვიდა კიევის ამოღება და მის მაგივრად კიივის (kiyv) გამოყენება.
ვუწოდოთ უკრაინის დედაქალაქს ისე, როგორც ქვია!

banner
წინა სტატიაშირუსეთის ფედერაციაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებას ყირიმის აღიარებისკენ პირველი ნაბიჯი უწოდეს
შემდეგი სტატიაგენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს მელიასთვის პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით მიმართა