რუსეთის მტკიცებით თვითმფრინავი MH17 დონბასში უკრაინულმა რაკეტამ ჩამოაგდო

რაკეტა, რომელმაც 2014 წელს უკრაინაში, დონბასში მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, უკრაინელ სამხედროებს ეკუთვნოდათ – რუსეთის თავდაცვის სამინსიტროს სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს გენერალ-ლეიტენატმა ნიკოლაი პარშინმა მოსკოვში 17 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა – “დოიჩე ველე” წერს. მისი თქმით, სამინისტრომ დაადგინა, რომ რაკეტა 9м38, რომელიც კომპლექს “ბუკისთვის” იყო განკუთვნილი და რომელმაც მალაიზიური “ბოინგი” ჩამოაგდო, 1986 წლის დეკემბერში უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკის 20152-ე ნაწილს გადაეცა. მიმდინარე მომენტში ეს სამხედრო ნაწილიც უკრაინაში იმყოფება.

გენერალ-ლეიტენანტის თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გავრცელებული ინფორმაციის დადგენა რაკეტის ძრავის სერიული ნომრის წყალობით მოახერხა, რომელიც 2018 წლის მაისში საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა წარმოადგინა, რომელიც “ბოინგის” საქმეს იძიებდა. რუსული ვერსიით, რაკეტა, რომელიც 1986 წლის 24 დეკემბერს არის გამოშვებული, ხუთ დღეში უკრაინაში გააგზავნეს. რუსი სამხედროს თქმით, არსებობს შესაბამისი დოკუმენტები და ჩანაწერები, რომელსაც გრიფი “საიდუმლო” ედო და რომელიც უკვე ხელმისაწვდომია.

საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა 24 მაისს მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფაზე მოხსენება წარადგინა, სადაც ნათქვამია, რომ “ბუკი”, რომლითაც თვითმფინავია ჩამოგდებული, კურსკთან იყო განლაგებული. ჟურნალისტებს წარუდგინეს რუსული “ბუკის” მოძრაობის ვიდეოანალიზი.

თვითმფრინავი MH17-ის ჩამოგდების შედეგად ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილს არ უყვარს მისგან არაკონტროლირებადი მედია
შემდეგი სტატიაევროპის ცენტრალურმა ბანკმა ახალი 100 და 200 ევროიანი ბანკნოტები წარადგინა