ბიძინა ივანიშვილს არ უყვარს მისგან არაკონტროლირებადი მედია

„ეს ხელისუფლება დიდი ხანია შემჩნეულია ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიის გაკონტროლების სურვილში. ეს პროცესი დაიწყო დიდი ხანია,“ – ეს განცხადება „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკური მდივანმა, ნინო გოგუაძემ „არჩევანის“ ეთერში გააკეთა.

ნინო გოგუაძე „იბერიას“ საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება მედიის გაკონტროლებას ცდილობს.

„რაც დღეს „იბერიაში“ ხდება, აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ „ომეგა ჯგუფს“ აქვს პრობლემები სწორედ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ უყვარს მისგან არაკონტროლირებადი მედია. მას უნდა, რომ მის სიტყვას ჰქონდეს მაგიური ძალა, მაგალითად, ახლა დაარქვა სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებელი კანდიდატი და რომ არა მედია, ჰგონია, რომ მთელი ხალხი დაიჯერებდა, რომ სალომე ზურაბიშვილი არის დამოუკიდებელი კანდიდატი,“ – განაცხადა გოგუაძემ.

სკანდალურ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს ნინო გოგუაძე და აღნიშნავს, რომ პროკურატურამ საქმე უნდა აღძრას.

„ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ხელისუფლება იმიტომ, რომ საზოგადოების ნდობა მისი გამოძიების მიმართ არის ნულოვანი და მე არ ვიცი, რა უნდა მოიმოქმედოს მან, რომ საზოგადოებამ დაიჯეროს მისი სიმართლე,“ – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

გოგუაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ “იბერიას” და “ომეგა ჯგუფის” წარმომადგენლებისგან, რადგან ეს ხელისუფლების უკან დახევის ერთადერთ გზას წარმოადგენს.

banner
წინა სტატიაშინატო ჩხეიძე ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტთა“ ალიანსს ტოვებს (VIDEO)
შემდეგი სტატიარუსეთის მტკიცებით თვითმფრინავი MH17 დონბასში უკრაინულმა რაკეტამ ჩამოაგდო