ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ახალი 100 და 200 ევროიანი ბანკნოტები წარადგინა

100 და 200 ევროს ნომინალის ბანკნოტები 2019 წლის 28 მაისს შევა ბრუნვაში – 17 სექტემბერს ევროპის ცენტრალური ბანკის “ტვიტერ” ბლოგზე გამოქვეყნდა.
საუბარია სერია “ევროპის” მეორე თაობის განახლებაზე, რომელსაც გაუმჯობესებული დაცვის სქემა აქვს. პრეზენტაცია ბანკის წევრმა ივ მერშმა ჩაატარა. მან, თქვა, რომ ახალ ბანკნოტებს სპეციალური ჰოლოგრამა ექნებათ € ნიშნით. გარდა ამისა, ნომინალიდან მარჯვნივ გამოსახული იქნება მითოლოგიური ევროპის ნიშნები, ასევე, არქიტექტურული მოტივები – “დოიჩე ველე” წერს.

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა 5, 10, 20 და 50 ევროიანი ნომინალები 2013 წელს გამოცვალა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის მტკიცებით თვითმფრინავი MH17 დონბასში უკრაინულმა რაკეტამ ჩამოაგდო
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი – მივმართავ უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს, ფინანსურად შევეწიოთ გრიგოლ ვაშაძეს, მისი გამარჯვება ნიშნავს, რომ მოგვეცემა საქართველოში დაბრუნების საშუალება