“რუსეთის მთავრობას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან” – არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დე ფაქტო აფხაზეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და საქართველოს სუვერენიტეტის კიდევ ერთი დემონსტრაციული დარღვევაა.

„რამდენადაც ჩემი აფხაზი მეგობრებისგან ვიცი, აფხაზეთში ლავროვის ვიზიტს დიდი აღფრთოვანება და სიხარული არ მოჰყოლია, რადგან აფხაზეთში კარგად ხედავენ, რომ რუსული ოკუპაციის შედეგი ამ რეგიონის განვითარების შეფერხებაა მაშინ, როცა ამ რეგიონს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენს აფხაზ ძმებს უფლება აქვთ, რომ საკუთარი რეგიონი განავითარონ და უკეთესი ცხოვრება და პირობები ჰქონდეთ. ისინი ხედავენ, რომ რუსული ოკუპაციის პირობებში, ეს პროცესი მთლიანად შეფერხებულია მოყოლებული კონფლიქტის დაწყების დღიდან ამ დრომდე. საგარეო უწყებამ რეაგირება მოახდინა და ჩვენი პოზიციაა, რომ ეს საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევა და საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფაა. რუსეთის მთავრობას მოვუწოდებთ, რომ ასეთი პროვოკაციული ქმედებებისგან თავი შეიკავონ. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია გვაქვს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშირუსეთი მზადაა აფხაზებს მასიურად დაურიგოს „ორმაგი მოქალაქეობა“
შემდეგი სტატიაქართველი მეზღვაურის სამძებრო სამუშაოებში მაქსიმალურად ჩავერთვებით