რუსეთი მზადაა აფხაზებს მასიურად დაურიგოს „ორმაგი მოქალაქეობა“

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 19, 2017 12:22

რუსეთი მზადაა აფხაზებს მასიურად დაურიგოს „ორმაგი მოქალაქეობა“

რუსეთის ფედერაცია ელოდება აფხაზეთის რეაქციას წარდგენილ პროექტზე „ორმაგი მოქალაქეობის“ შესახებ. ამის თაობაზე „სპუტნიკს“ განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
აფხაზეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება არის რუსეთის ფედერაციის მიერ აღებული ერთ-ერთი ვალდებულება, რომელიც დაფიქსირებულია 2014 წ. ხელმოწერილ დოკუმენტში “მეკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ თაობაზე“.
„მოსკოვმა უკვე შეიმუშვა შესაბამისი პროექტი – „ორმაგი მოქალაქობის საკითხთა დარეგულირების შესახებ“. ახლა იგი ელოდება აფხაზეთის რეაქციას ამ დოკუმენტზე, რომელიც სოხუმს გადაეცა 2016 წლის ნოემბერში“, – აღნიშნა ზახაროვამ.
მან თქვა, რომ „ორმაგი მოქალაქეების“ რიცხვი ახლაც არ არის ცოტა, თუმცა კანონის ამოქმედების შემდეგ მათი რაოდენობა ბევრად გაიზრდება.
„არ შეიძლება აფხაზეთის მაცხოვრებლების დატოვება სამართლებრივ „ რუხ ზონაში“, რომელშიც ისინი დღეს იმყოფებიან“, – აცხადებს ზახაროვა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 19, 2017 12:22

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,527
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics