ქართველი მეზღვაურის სამძებრო სამუშაოებში მაქსიმალურად ჩავერთვებით

ქართული მხარე შავ ზღვაში ჩაძირული გემის ეკიპაჟის ქართველი წევრის სამძებრო სამუშაოებში ერთვება- ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გააკეთა:

„ძალიან სამწუხარო ფაქტია. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ იყოს ჩართულობა. იმედს ვიტოვებთ, რომ ის ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება ქართველთან დაკავშირებით, არ დადასტურდება და ასევე, ყველა დაკარგულის მოძიება იქნება შესაძლებელი. ჩვენი ჩართულობა ამ პროცესში მაქსიმალური იქნება. ჩვენ ვართ კონტაქტზე“, – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაში“რუსეთის მთავრობას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან” – არჩილ თალაკვაძე
შემდეგი სტატიასერგეი ლავროვმა ყვავილებით შეამკო „აფხაზი მეომრების მემორიალი“