რუსეთის მთავრობამ ვაზნების ექსპორტზე აკრძალვა დაამტკიცა

რუსეთის პრემიერმინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა დაამტკიცა მთავრობის განკარგულება სამოქალაქო და სამსახურებრივი იარაღების ვაზნების, აგრეთვე გარკვეული კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნების ექსპორტის დროებითი აკრძალვის შესახებ.

ოფიციალური მიზეზი პრეზიდენტ პუტინის განკარგულების აღსრულებაა „გარე ეკონომიკური საქმიანობის სფეროში განსაკუთრებული ეკონომიკური ზომების შესახებ“.

გადაწყვეტილებაში დეტალები არ წერია და მხოლოდ ისაა ნათქვამია, რომ აკრძალვა მიმდინარე წლის ბოლომდე იქნება ძალაში.

“აკრძალვა არ ვრცელდება ვაზნებისა და ჭურვების ექსპორტზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების, სხვა ჯარების, სამხედრო ფორმირებების საქმიანობის უზრუნველსაყოფად. გადაწყვეტილება მიზნად ისახავს სახელმწიფოს ინტერესების დაცვას”, – ნათქვამია განკარგულებაში.

banner
წინა სტატიაში1-ელ ივნისს გოძიაშვილის პარკში ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე მოლდოვაში გაემგზავრა