ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე მოლდოვაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტი 31 მაისსა და 1 ივნისს მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში ჩატარდება.

პრემიერ-მინისტრი სამიტზე მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ თემატურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას.

მთავრობის მეთაური სამიტის ფარგლებში ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს.

პრემიერ-მინისტრი კიშინეუში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის მთავრობამ ვაზნების ექსპორტზე აკრძალვა დაამტკიცა
შემდეგი სტატიაპრემიერის გზავნილები მე და ქართულმა ოპოზიციამ რომ არც შევაფასოთ, საკმარისია, გადავხედოთ ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს – სამნიძე