რუსეთის მიმართ სანქციები იქამდე არ შეწყდება, სანამ მათი ჯარი უკრაინას არ დატოვებს – ბერბოკი

“ევროკავშირი რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებას იქამდე არ შეაჩერებს, სანამ პუტინის ჯარი ცეცხლს არ შეწყვეტს და რუსული არმია უკრაინის ტერიტორიას არ დატოვებს. ჩვენ რუსეთის სამხედრო მანქანაზე ზეწოლას კიდევ უფრო გავაძლიერებთ და ამავე დროს, რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინას იარაღითა და შესაბამისი აღჭურვილობით დავეხმაროთ, რადგან ცხადად ჩანს, რომ მამაცი უკრაინელი ჯარისკაცები ასევე იცავენ ჩვენი, ევროპელების მშვიდობასა და თავისუფლებას. სამწუხაროდ, გერმანიას უკრაინისთვის ყველა იმ იარაღის მიწოდება არ შეუძლია, რაც მათ სჭირდებათ, თუმცა ოფიციალური ბერლინი მათთვის თანხის გამოყოფას უზრუნველყოფს იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად. ჩვენ მათ დასახმარებლად ყველაფერს ვაკეთებთ.”

თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა.

banner
წინა სტატიაშირუსი ოკუპანტები ხარკოვს საცხოვრებელი კორპუსებიდან ბომბავენ
შემდეგი სტატიაუკრაინელებმა კიდევ ერთი სუ-34, სუ-25 და „ორლან-10“ გაანადგურეს